მთავარი / საქართველო / ზოიძე: თამბაქოს გაძვირების ამოცანაა, ადამიანებმა მოწევა ან მისი მოხმარება შეამცირონ
ზოიძე: თამბაქოს გაძვირების ამოცანაა, ადამიანებმა მოწევა ან მისი მოხმარება შეამცირონ

ზოიძე: თამბაქოს გაძვირების ამოცანაა, ადამიანებმა მოწევა ან მისი მოხმარება შეამცირონ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ის არის, რომ ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

აკაკი ზოიძის განმარტებით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადის გათანაბრებაზე ევროკავშირთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჰქონდა საქართველოს ვალდებულება. მისი თქმით, თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომელიც კლავს.

“არანაირი სარგებელი არ აქვს. ამიტომ აქციზის გაზრდა არის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, რეკლამისა და სპონსორობის აკრძალვასთან ერთად, რათა ერთი მხრივ, მწეველების რაოდენობა შემცირდეს და მეორე მხრივ, ახალგაზრდები არ ჩაერთონ ამ მავნე ჩვევაში. მსოფლიოში ეს ყველაზე ეფექტიანი მეთოდია”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ 2024 წლისთვის ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზი 1,8 ევრო იყოს.

„კონკრეტული გათვლები არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ შემდეგი 15 წლის განმავლობაში გადავარჩენთ 35 000 ადამიანის სიცოცხლეს ნაადრევი სიკვდილისაგან და 2,2 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზოიძემ.

იანვრის დასაწყისიდან სიგარეტი საშუალოდ 50 თეთით გაძვირდა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი გასამმაგდა. ანუ, მანამდე არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზარდა. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთების გათანაბრება იგეგმება – უფილტრო სიგარეტზეც, 1 კოლოფზე აქციზი 1.7 ლარი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება

მსახიობი ნინო კასრაძე სოციალურ ქსელში რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას ეხმაურება. მსახიობი თავის პოზიციას აფიქსირებს თბილისში …