„ზოიძე რომ ამბობს, თამბაქოს ინდუსტრიას ეკონომიკური ზარალი მოაქვსო, ჯერ ჯანდაცვის პოლიტიკას გადახედოს“ | Tbilisi Today
მთავარი / მთავარი მოვლენები / „ზოიძე რომ ამბობს, თამბაქოს ინდუსტრიას ეკონომიკური ზარალი მოაქვსო, ჯერ ჯანდაცვის პოლიტიკას გადახედოს“

„ზოიძე რომ ამბობს, თამბაქოს ინდუსტრიას ეკონომიკური ზარალი მოაქვსო, ჯერ ჯანდაცვის პოლიტიკას გადახედოს“

2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ადამიანების მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირებაა, რის გამოც ზოიძეს იმედი აქვს, რომ შემდეგი 15 წლის განმავლობაში 35 000 ადამიანის სიცოცხლე ნაადრევი სიკვდილისაგან გადარჩება და ქვეყანა 2,2 მილიარდი ლარის ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.

ზოიძეს ამ განცხადებას, ჩვენთან საუბრისას აბსურდი უწოდა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების ცუდ შედეგებს მალე ციფრებში დავინახავთ.

პაატა ბაირახტარი: რომ გამოდის ზოიძე და ამბობს, თურმე თამბაქოს ინდუსტრიას იმხელა ეკონომიკური ზარალი მოაქვს ქვეყნისთვის, რომელიც შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტიდან, ამას ურჩევნია ჯერ მთლიანი ჯანდაცვის პოლიტიკის სისტემას გადახედოს. ყველა ის რიგითი სამშობიარო, რომელიც აღატაკებს და ანადგურებენ ქვეყნის ბიუჯეტს, რომლებიც კვირაობით სრულიად უმიზეზოდ და მიზანმიმართულად აჩერებენ პაციენტებს, რათა დაიწეროს ეს თანხა და ბიუჯეტიდან მეტი თანხა მიიღონ.

იმ ჩაძირულ და ჭაობში ჩავარდნილ სააფთიაქო ქსელს მიხედონ, რომლის მიმართულებითაც ამხელა ზარალი ადგება სახელმწიფოს ბიუჯეტს და ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს რეალობაში ჯანდაცვაზე დახარჯული თანხების 70% მედიკამენტებზე მიდის. ასე რომ, ჯერ ამ რეალობას გადახედოს ზოიძემ, თუ მაინც და მაინც ქვეყნის ბიუჯეტზე ზრუნავს.

ამასთანავე, როდესაც ბაზარზე ვსაუბრობთ ამ ბაზარზე ფასებს უნდა არეგულირებდეს კონკურენცია, თუ ბაზარზე კონკურენცია არ არის, მაშინ ფასები თავისით ვერ რეგულირდება, სწორედ ამისთვის არსებობს კონკურენციის სააგენტო – თუ ბაზარზე არის ხელოვნურად დაჭერილი ფასები ან კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო უნდა ჩაერიოს, მაგრამ ეს სააგენტო არის უსუსური.

ჩვენ გვყავს პარლამენტში დეპუტატები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ფარმაცევტული ბიზნესი და ესენი ლობირებენ პარლამენტიდან საკუთარ ბინზნესს. ამ შემთხვევაში, რომც შეეძლოს კონკურენციის სააგენტოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, ეს ადამიანები ქმედითი დაბიჯების გადადგმის უფლებას მაინც არ მისცემენ.

მეორე საკითხია, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა ვერ შეამცირებს მწეველების რაოდენობას.

რატომმაგალითებითრომ დაასაბუთოთ.

– მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის დროს, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოზე აქციზი, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ლეგალური ბაზარი და ისეთი დონით მოიმატა კონტრაბანდულმა რისკებმა, რომ სერიოზული ჩამოშლის საფრთხე შეექმნა თვითონ ლეგარულ თამბაქოს ბიზნესს ჩამოშლის პირზე დადგა. თამბაქოს მოხმარება იგივე დარჩა, უბრალოდ, შეიზღუდა ლეგალური თამბაქო და მოიხმარებოდა მხოლოდ შავი ბაზრის, არალეგალური თამბაქო. მაშინ დროზე მიხვდნენ და დაწიეს ისევ აქციზის განაკვეთი, მაგრამ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ამან სერიოზული ზიანი მოუტანა ქვეყნის ბიუჯეტს.

ამასთანავე, იმის მიუხედავად, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანა ქვეყანაში, აი, ვაანონსებ თქვენთან, რომ ძალიან მალე ჩვენ დავინახავთ, რომ გაცილებით უფრო მეტად მოიმატებს შავი ბაზრის და კონტრაბანდული ბაზრების რისკები ვიდრე არის დღეს.

ზოიძე ამბობსრომ ქვეყანა ამ რეგულაციის წყალობით 2,2 მლრდ ლარის ეკონომიკურ სარგებელს მიიღებსთქვენ რას ფიქრობთ?

– შესაძლებელია ეს შემოსავალი საერთოდ ვერ მივიღოთ იმის მიუხედავად, რომ გაზარდეს გადასახადები ამ მიმართულებით. ამის მაგალითი ჩვენ გვქონდა უკვე, როდესაც პირველი აქციზის ზრდები დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს თაბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავალი დააკლდა, ანუ იმაზე ნაკლები მიიღო, რასაც ელოდნენ და ამის მთავარი მიზეზი იყო სწორედ შავი ბაზრის მომძლავრება. ეს ადამიანები ჯერაც ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა რისკების წინაშე დგას ამ მიმართუებით ქვეყანა.

აღნიშნული ქმედებები ძალიან მალე საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოგვცემს ძალიან ცუდ შედეგებს ეკონომიკური თვალსარზისით და ეს შეგვიძლია დავინახოთ ძალიან მალე ციფრებში.

მაგრამსაქართველოს ვალდებულება აქვსრომ 2024 წლისთვის ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზი 1,8 ევრომდე გაზარდოს, მაშინ სხვა რა გამოსავალს ხედავთ?

– კი ბატონო, ევროკავშირის ვალდებულება გვაქვს, ხელმომწერი ქვეყანა ვართ და აქციზი უნდა გავზარდოთ, თუმცა აქ მეორე საკითხია – ვადები. ჩვენ ამისთვის ვადა კიდევ 5 წელი გვქონდა და ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან დაჩქარებული ტემპით.

უკეთეს შედეგს მივიღებდით 5 წლის შემდეგთუ მაინც მოგვიწევდა თამბაქოზე აქციზის ზრდა?

– რომელმა ქვეყნებმაც აღნიშნული ბერკეტის გამოყენებით შედეგს მიაღწიეს, ამ ბერკეტთან ერთად გამოიყენეს გაცილებით სხვა უფრო სერიოზული მექანიზმები, რომლებიც ნამდვილად ქმედით ნაბიჯებს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ, როგორიც არის საიმიჯო კლიპები, საიმიჯო კამპანიები, საგანმანათლებლო კამპანიები და ა.შ. რაც ადამიანიც ცნობიერებას აამაღლეს ამ მიმართულებით.

ჩვენ რომ ასე ხისტად – მოდი, თამბაქოს აქციზი გავზარდოთ, ან უფრო უხეშად რომ ვთქვათ – მოდი თამბაქო გავაძვიროთ და პრობლემები გადავჭრათ, ეს არის გაუცნობიერებელი, გაუნათლებელი მიდგომა, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი ვერ არის და ვერც იქნება.

წყარო: for.ge

შემთხვევითი სიახლე

შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ - მიხეილ სააკაშვილი

შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო …