მთავარი / მთავარი მოვლენები / ზაზა სარალიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს
ზაზა სარალიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს

ზაზა სარალიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, პარლამეტთან განუცხადა.

ამასთან, როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მთავრობის გადადგომის შესახებ მისი მოთხოვნა უცვლელია.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ საშუალება იქნება, 16:00 საათზე შევხვდე ჩემს სულიერ მამას. მე მას მარტო შევხვდები და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილსა და ოჯახზე ვისაუბრებთ. აქცია მანამ დარჩება ძალაში, სანამ ჩემი შვილის მკვლელები, მკვლელებზე ხელის დამფარებლები, საქმის გამყალბებლები და ამ სისტემის მფარველები არ დაისჯებიან. ძალაში რჩება პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნა, რადგან სისტემას ეგენი მფარველობენ. ეს პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა იყოს. მე მივდივარ ჩემს სულიერ მამასთან არა იმაზე, რომ შეთანხმებებზე წავიდეთ, არამედ გავუზიარო ჩემო გაჭირვება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …