მთავარი / მთავარი მოვლენები / ზაზა სარალიძე: პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს
ზაზა სარალიძე: პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს

ზაზა სარალიძე: პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს

პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. ზაზა სარალიძის თქმით, მან პატრიარქს უამბო ყველა ის საკითხი დეტალურად, რასაც ნებისმიერ ადამიანს ეუბნება.

„ვიყავით შესული ლოცვა-კურთხევის ასაღებად. შეხვედრაზე ვიყავი ჩემს მეუღლესა და მეორე შვილთან ერთად. პატრიარქმა დაგვლოცა და გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. კონკრეტული მეტი არაფერი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან ასევე განნმარტა, რომ აქამდეც დიდი სურვილი ჰქონდა ოჯახთან ერთად პატრიარქთან შეხვედრის და რადგან შანსი მიეცა მას არ გაუშვებდა ხელიდან.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …