მთავარი / მთავარი მოვლენები / ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს
ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

მანამდე აქციაზე შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათამდე კარავი გაშალეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ კარვებში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და სიმბოლურად, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ.

შემთხვევითი სიახლე

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად …