მთავარი / მთავარი მოვლენები / ზაზა სარალიძე: ეს ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც მე 10 თვეა გავიძახი
ზაზა სარალიძე: ეს ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც მე 10 თვეა გავიძახი

ზაზა სარალიძე: ეს ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც მე 10 თვეა გავიძახი

ეს ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც მე 10 თვეა გავიძახი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება უნდა გადადგეს, რადგან ისინი მფარველობენ დამნაშავეებს.

ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც “რუსთავი2”-ის ინფორმაციით პენიტენციურ დაწესებულებაშია ჩაწერილი, საზოგადოების მხრიდან მყისიერი რეაგირება ექნება.

“ეს არის ის, რასაც მე ვიძახი 10 თვეა. ესენი ხელს აფარებენ მკვლელებს და თვითონ არიან დამნაშავეები. უნდა გადადგეს ხელისუფლება! აქციები გრძელდება და იმედია საზოგადოება გვერდით დაგვიდგება”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …