მთავარი / სპორტი / ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონზში“ გადავიდა
ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონზში“ გადავიდა

ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონზში“ გადავიდა

ზაზა ფაჩულიამ „დეტროიტ პისტონზთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „იაჰუ სპორტსი“ გვატყობინებს, რომ ხელშეკრულების ღირებულება 2.4 მილიონი აშშ დოლარია.

ქართველმა კალათბურთელმა ბოლო ორი სეზონი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ გაატარა და ორივე წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „პისტონზი“ მის კარიერაში მე-6 NBA-ს გუნდი იქნება.

ზაზა ფაჩულიამ „უორიორზის“ მიერ რეგულარულ სეზონებში გამართული 139 მატჩიდან – 127 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მის ანგარიშზე საშუალოდ 5.7 ქულა და 5.3 მოხსნა იყო.

ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ფაჩულიას უნარები, განწყობა და გამოცდილება დეტროიტულ კლუბს ძალიან წაადგება. შეგახსენებთ, რომ „პისტონზში“ ანდრე დრამონდი და ბლეიკ გრიფინი თამაშობენ.

წყარო: 1tv | ავტორი: ლუკა ჭოჭუა

შემთხვევითი სიახლე

ლიანა ჯოჯუამ მსუბუქ წონაში ММА-ს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა [ვიდეო]

პირველად FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლაში ქართველი გოგონა რუს მეტოქეს დაუპირისპირდა. 22 წლის ჯოჯუა, …