მთავარი / თბილისი / საკრებულო / ზაალ უდუმაშვილი – არ ვაპირებთ შევეგუოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას
ზაალ უდუმაშვილი - არ ვაპირებთ შევეგუოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას

ზაალ უდუმაშვილი – არ ვაპირებთ შევეგუოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას

სირცხვილია ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ საკრებულოსთან მოვიდა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არ შეეგეუება ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში ტერიტორიების გადაცემას.

“საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარდეს აქ მობილიზებული ასეულობით პოლიციელის თანხლებით. ეს თბილისის და ამ ხელოსუფლების სირცხვილია რაც ახლა ხდება.  დღეს აპირებენ, რომ საბოლოოდ დაუმტკიცონ ბიძინა ივანიშვილს მისი მოთხოვნილი ტერიტორიები მიიტაცოს 1ლარად თბილისის ცენტრში, თუმცა ჩვენი პროტესტი იქნება ძალიან ხმამაღალი. მიუხედავად ამ მობილიზაციისა, რაც აქ ხდება, არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად შევეცდებით და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ. ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს.

წყარო: 1tv

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და …