მთავარი / მთავარი მოვლენები / ყაზტრანსგაზ-თბილისი საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს
ყაზტრანსგაზ-თბილისი საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს

ყაზტრანსგაზ-თბილისი საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს. მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, სხვადასხვა უბანში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს კომპანიის სპეციალისტებმა. თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს. მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან.

საგანგაშო მონაცემები უბნების მიხედვით ასეთია:

1. ჩუღურეთი, ნაძალადევი – 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

2. სამგორი – 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

3. გლდანი, სანზონა, თემქა – 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

4. დიღომი, დიდუბე – 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

5. ვაკე, წყნეთი – 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

6. ისანი, ვაზისუბანი – 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

7. მთაწმინდა, კრწანისი – 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

8. ნუცუბიძე – 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

9. საბურთალო – 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ მოიხმარენ აკრძალული ღია კამერიან წყალგამაცხელებლებს და გაზგამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს ექმნება ადამიანების სიცოცხლეს.

შემთხვევითი სიახლე

კახა კალაძე: ბავშვობიდან ჩავაგონე საკუთარ თავს, არ დავკმაყოფილებულიყავი მიღწეულით

კალაძე: მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ

დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს. ამ რეპლიკით კახა …