მთავარი / მთავარი მოვლენები / წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა – დრონით გადაღებული კადრები

წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა – დრონით გადაღებული კადრები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებული გზა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. გზის რეაბილიტაციაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები:

  • გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ეს მეთოდი აქამდე არ იყო საქართველოში აპრობირებული და ევროპიდან იქნა გადმოტანილი;
  • დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება;
  • მშენებლობის პროცესში გამოკვლეული იქნა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები რვა ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარს ცდება.

„ამ გზის რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

აღნიშნული გზის მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მის რეაბილიტაციას 14 თვე დასჭირდა.

წყარო: 1tv | ავტორი: მარიამ სეთურიძე

შემთხვევითი სიახლე

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე “ნაციონალური …