მთავარი / მსოფლიო / WIZZ AIR დიდ ბრიტანეთს ოპერაციის სერტიფიკატი და ლიცენზია მიენიჭა
WIZZ AIR დიდ ბრიტანეთს ოპერაციის სერტიფიკატი და ლიცენზია მიენიჭა

WIZZ AIR დიდ ბრიტანეთს ოპერაციის სერტიფიკატი და ლიცენზია მიენიჭა

Wizz Air დიდ ბრიტანეთს – (Wizz Air UK Limited/Wizz Air UK), ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საავიაციო ჯგუფი Wizz Air-ის შვილობილ კომპანიას, დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო საავიაციო უწყების მიერ ოპერაციის სერტიფიკატი და ლიცენზია მიენიჭა.

Wizz Air UK, რომლის სათაო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტშია განთავსებული, ოპერაციებს იწყებს 3 მაისს, პირველი რეისებით ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ბუქარესტში. Wizz Air UK 2018 წლის ბოლოსთვის უზრუნველყოფილი იქნება A320 და A321 ტიპის 8 თანამედროვე ავიახომალდით. აღნიშნული ინვესტიციის ღირებულება 860 მილიონ დოლარს შეადგენს. ლონდონის ლუტონის აეროპორტში მიმდინარე სიახლე Wizz Air UK-ის მენეჯმენტის ჯგუფის, პილოტებისა და საბორტო ეკიპაჟის 300 პირდაპირი სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.

Wizz Air UK-ის ამოქმედებით, 2018 წელს ლონდონიდან ან ლონდონში გასახორციებელ დაბალბიუჯეტიან რეისებზე საავიაციო ჯგუფი ჯამში 9 მილიონ ადგილს უზრუნველყოფს. აღნიშნული წელიწადში 14%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

Wizz Air ამჟამად დიდ ბრიტანეთში მოქმედი სიდიდით მერვე საავიაციო ჯგუფია – ბრიტანეთის 9 აეროპორტიდან ხელმისაწვდომია 74 მიმართულება 23 ქვეყნის მასშტაბით; აღნიშნულში მოიაზრება 8 ახალი რეისი ლონდონიდან ლარნაკას, ტირანას, ტალინის, ბრატისლავას, ლვოვის, ათენის, კეფლავიკისა და ბარის მიმართულებით. ამ ფრენებით სარგებლობა სულ რაღაც 13,99 ფუნტად არის ხელმისაწვდომი და მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ wizzair.com-ზე.

ჯოზეფ ვარადიმ, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „დღეს ჩვენ დიდი ბრიტანეთის საჰაერო მგზავრობის ახალი ეტაპის დაბადების მომსწრენი ვართ, რადგან Wizz Air UK-თვის ოპერაციის ლიცენზიის მინიჭებას აღვნიშნავთ.  გარდა იმისა, რომ Wizz Air UK ჩვენი Brexit კონტიგენტის გეგმის ნაწილია, ეს არის პირველი ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ლიცენზირებული ავიაგადამზიდავი დიდ ბრიტანეთში. Wizz Air UK არის  მორიგი ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის ბიზნესის გავითარებისთვის, რომელიც ევროპის სამოგზაურო მარკეტზე მეტ შესაძლებლობებს ქმნის და ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. Wizz Air-ის პირველი ფრენა ლონდონში 2004 წელს განხორციელდა. მას შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას, ინვესტირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ავიაგადამზიდავებს შორის სიდიდით მერვე პოზიციის მიღწევა შევძელით.  Wizz Air-ის გუნდის ყველა წევრი ბედნიერია, რომ ამჟამად ჩვენ ოპერაციებს Wizz Air UK-ის სახელით ვიწყებთ, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო დაბალი ფასების შექმნას და ახალი შესანიშნავი მიმართულებების აღმოჩენის შესაძლებლობას შექმნის“.

შემთხვევითი სიახლე

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. …