მთავარი / საქართველო / წილხვდომილობის დღის აღსანიშნად მთავრობამ 893 940 ლარი გამოყო
წილხვდომილობის დღის აღსანიშნად მთავრობამ 893 940 ლარი გამოყო

წილხვდომილობის დღის აღსანიშნად მთავრობამ 893 940 ლარი გამოყო

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის – 12 მაისის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიმართება. საელჩოებსა და დიასპორულორგანიზაციებში 12 მაისიდან ივლისის ჩათვლით ფილმების – „ანდრია პირველწოდებული“, „ექვთიმე ღვთისკაცი“, „სიმონიკა დადიანის დაბრუნება“ და ანიმაციური ფილმის „ივერიის ღვთისმშობლის ხატი“ ჩვენებები იგეგმება.

თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ თემატიკაზე ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეებია დაგეგმილი.

48 400 ლარი დაიხარჯება ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვაზე, დიზაინის მომსახურების შესყიდვასა და დარიგებაზე.

შემთხვევითი სიახლე

შუქის გათიშვის გამო ქუთაისში „ეშმაკის ბორბალზე“ ადამიანები დარჩნენ

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, …