მთავარი / მსოფლიო / ვლადიმირ ზელენსკიმ ექვს ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა
ვლადიმირ ზელენსკიმ ექვს ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

ვლადიმირ ზელენსკიმ ექვს ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ექვს ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ აღნიშნულია ვლადიმირ ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს დავით გაჩეჩილაძე, თენგიზ ზანაძე, გიორგი კახნიაშვილი, მერაბ კონცელიძე, მამუკა მუზაშვილი და ლევან ხუციშვილი. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს ექვსი პირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიგრაციული სამსახურიდან დოკუმენტების მიღების შემდეგ უკრაინის მოქალაქეობას სხვა უცხოელებიც მიიღებენ, ვინც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავდა.

„პრეზიდენტი ხელოვნურად არ შეაფერხებს ამ პროცესს, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან, 2017 წელს საქართველოს მოქალქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა

გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან, 2017 წელს საქართველოს მოქალქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების გზით მოხერხდა. ამის …