მთავარი / სპორტი / ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ფოტო: ნუცა პაპიაშვილი

ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში: ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული. გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი, მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი

დღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორცმენისთვის…

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.

დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!” – წერს ვიქტორ სანიკიძე.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …