მთავარი / ვიდეო / ვიდეოკადრები „რუსთაველის“ მეტროდან, სადაც ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ

ვიდეოკადრები „რუსთაველის“ მეტროდან, სადაც ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ

„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტს, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც ვიდეო გადაიღო.

ჟურნალისტი ამ წუთებში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, „რუსთაველის“ მეტროში, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს პირველი არხის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.

ვიდეომასალა უცენზურო სიტყვებს შეიცავს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.

წყარო: 1tv | ავტორი: თეონა მანაგაძე

შემთხვევითი სიახლე

მედვედევი: სალომე ზურაბიშვილის რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რომლითაც მან რუსეთი საქართველოში პროტესტის …