მთავარი / საქართველო / განათლება / ვაშლიჯვარში ახალი, რიგით მე-12 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ვაშლიჯვარში ახალი, რიგით მე-12 საბავშვო ბაღი გაიხსნა

ვაშლიჯვარში ახალი, რიგით მე-12 საბავშვო ბაღი გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა – საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე ახალი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა და ბაღის პირველ აღსაზრდელებს სამახსოვროდ წიგნები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ამ უბანს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჩვენ ეს ტერიტორია და ავაშენეთ სრულიად ახალი, ჩვენი მმართველობის პირობებში რიგით მე-12 სააღმზრდელო დაწესებულება. შეიქმნა, დამატებით, 350 ბავშვის ადგილი და დღეიდან ახალი ბაღი უკვე ფუნქციონირებს. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ,”- აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას. 

N33-ე საბავშვო ბაგა-ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს და ის 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 70 ადამიანი. სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, კეთილმოეწყო ბაღის ეზო – დაიდგა ატრაქციონები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა კედლები. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მისულ აღსაზრდელებს ბაღის ადმინისტრაციამ სახალისო ღონისძიება მოუწყო – პატარების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ფარგლებში, ბაღში მისულ სტუმრებს ფოტო-კოლაჟიც უჩვენეს, სადაც ასახული იყო 2014 წლის მდგომარეობით საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა და სამი წლის მუშაობის შედეგები.

ვაშლიჯვარში მდებარე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში თბილისის მერთან ერთად დღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …