მთავარი / ვიდეო / ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა გაიხსნა [ვიდეო]

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა გაიხსნა [ვიდეო]

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა.

ორდონიანი გზაგამტარი რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება.

246 მეტრი სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი რვა მეტრი სიგანისაა. სავალი ნაწილის გარდა ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება ორი მეტრი სიგანის ტროტუარი. შშმ პირთათვის გადაადგილების გამარტივებისთვის მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მხარეს დამონტაჟდება ლიფტები.

„ახალი ესტაკადა გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის, ასევე, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით.

გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრა. ესტაკადის მშენებლობის ფარგლებში სულ 17 ერთეული ხე-მცენარე მოიჭრა, ხოლო 27-გადაირგო, საკომპენსაციოდ კი 140 ხე-მცენარე დაირგო“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

შემთხვევითი სიახლე

რუსი ტურისტები ბათუმიდან წასვლას არ აპირებენ [ვიდეო]

ბათუმში მყოფი რუსი ტურისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა მათზე არ აისახება. …