მთავარი / მთავარი მოვლენები / ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია
ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია
ფოტო: ფორტუნა

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერილი კანდიდატები ცდილობენ, ამომრჩევლის გული კვლავაც ერთმანეთის გინებით მოიგონ.

ეს ზღვარგადასული დაპირისპირებები არ მოსწონს ცნობილ მომღერალს ვახტანგ კიკაბიძეს, თუმცა ამ ყველაფრის ინსპირატორად “ქართულ ოცნებას” მიიჩნევს:

“მოხარული ვარ, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი რომ გაიწვიეს… მჯეროდა, რომ ეკლესია ამას შეძლებდა. რად უნდა ლაპარაკი, რომ საშინელება იყო რაც შემოიტანეს და ახალგაზრდობას მთლად დაღუპავდა. როგორ შეიძლებოდა საქართველოში ასეთი საზიზღობა?!” – განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ.

– ცნობილია, რომ არ მოგწონთ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კკანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში რა მოლოდინი გაქვთ?

“გრიგოლ ვაშაძეს და მის მეუღლეს – ნინო ანანიაშვილს კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. თუ გრიგოლი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ძალიან ბევრ სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან შეზღუდულია. მთავარია ხალხმა მისცეს საშუალება პრეზიდენტი გახდეს. უგანათლებულესია ადამიანია, მრავალ ენას ფლობს და პატრიოტია საქართველოსი” – აცხადებს კიკაბიძე.

– ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთის კადრია …

“რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ. ეგ არის სალომე ზურაბიშვილი. გრიგოლ ვაშაძე ევროპული ორიენტაციის კანდიდატია. დღეს არავინ იცის, როგორ მორჩება ეს ამბავი და ვის ავირჩევთ. ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რო ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რაც სამარცხვინოა.” – განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

სრულად წაკითხვა>>

შემთხვევითი სიახლე

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად …