მთავარი / მთავარი მოვლენები / ვაჟა ბერიძე: მკრეხელ გაბუნიაზე მეტად, ივანიშვილის მმართველობაა დიდი ხიფათის შემცველი
ვაჟა ბერიძე: მკრეხელ გაბუნიაზე მეტად, ივანიშვილის მმართველობაა დიდი ხიფათის შემცველი

ვაჟა ბერიძე: მკრეხელ გაბუნიაზე მეტად, ივანიშვილის მმართველობაა დიდი ხიფათის შემცველი

სასამრთლო დისკრედიტებულია, პროკურატურა დისკრედიტებულია, პოლიცია დისკრედიტებულია, – ისინი კი სახელმწიფოს ბალავერია.

მაშ რაღაა „100 წლის დამოუკიდებლობის“ მთელი სადღეისო შედეგი? ამიტომ, მკრეხელ გაბუნიაზე მეტად, ივანიშვილის მმართველობაა დიდი ხიფათის შემცველი. — ასე აფასებს და აჯამებს ეკონომისტი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში ბოლო დროს ქვეყანაში დაწყებულ აჟიოტაჟს.

დღეს პირველად გადავრთე „რუსთავი 2“ – დან…

მიუხედავად იმისა, რომ მისი უარყოფითი როლი თვალსაჩინოა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებასა“ და განუკითხაობაში, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ს ხელი არავინ უნდა ახლოს და ის თავისი დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკით უნდა დარჩეს ჩვენს რეალობაში.

მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი კონტრპროგანდა და ღვთისგმობა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება – არსად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არავინ უნდა შეურაცხყოს მოქალაქეთა ნაწილის რელიგიური გრძნობები, მორწმუნეების გრძნობები და უფლებები ხელშეუხებელია, ისე როგორც ურწმუნოთა (ათეისტების).

მათ აქვთ უფლება არ სწამდეთ. ჩვენ არ უნდა შეურაცხვყოთ წინასწარმეტყველი მუჰამედი, თუმცა ასეთი პრაქტიკა დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში არსებობს და მას დიდი გაუგებრობებიც მოჰყოლია სულ ახლახანს. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ – ასეთია ჩვენი სინამდვილე და ასეთი რამის დაშვებას გამორიცხავს ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ცხადია, არც იესო უნდა შეურაცხყოს ვინმემ. თუნდაც უგზოუკვლოდ განათლებულმა და უდაოდ ნიჭიერმა გიორგი გაბუნიამ. მისი საჯარო აღსარება არც საჯარო იყო და არც აღსარება, უფრო მორიგი ეპატაჟური პროვოკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ყოველთვის ვუყურებდი და ვუყურებ „რუსთავი 2“ -ს. დღეს ვეღარ გავუძელი და გადავრთე.

გიორგი გაბუნია, თავისი ჩვეული ნიჭიერებით, უბრალოდ ამაზრზენი იყო.

ის ვერ ხვდება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა იესოს უარყოფაა, მართლმადიდებლობის უარყოფაა.

ის ვერ ხვდება, რომ პატრიარქის დ საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც „რუსთავი 2“ უდგას სათავეში, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ომია.

ახლა, მოდი და გაარკვიე, ვინ ებრძვის და ანგრევს ქვეყნის დამოუკიდებლობას – „რუსთავი 2“ თუ რუსეთი, თუ ორივე ერთად?

მაგრამ ამ ყველაფრის შემოქმედი სხვაა – ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი – ბიძინა ივანიშვილი.

„მართვადი ქაოსის“ შექმნით, როცა მას არ ექნება ალტერნატივა (მიუღებელია საზოგადოებისთვის „ოცნება“, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელი „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“ პლუს „პატრიოტები“), ივანიშვილი, ნებსით თუ უნებლიედ, „ევროპისთვის განსაცვიფრებელი დემოკრატიის“ ნაცვლად დიდი ქაოსისთვის და განუკითხაობისთვის ამზადებს ქვეყანას. იგი ვერ ხედავს, ან არ უნდა დაინახოს დიდი რეალური საფრთხე.

„ევროპისთვის განსაცვიფრებელი დემოკრატია“ მთავრობის სახლთან პერმანენტული საპროტესტო აქციები როდია, როცა სიმართლის პოვნას დედაქალაქის ცენტრის პარალიზებით ცდილობენ შვილმკვდარი მამები თუ ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზების მსურველნი, ანარქისტები თუ ფაშისტები… ინსტიტუტების დისკრედიტაცია ისევ და ისევ ქაოსისკენ მიგვაქანებს.

სასამრთლო დისკრედიტებულია, პროკურატურა დისკრედიტებულია, პოლიცია დისკრედიტებულია, – ისინი კი სახელმწიფოს ბალავერია. მაშ რაღაა „100 წლის დამოუკიდებლობის“ მთელი სადღეისო შედეგი?

ამიტომ, მკრეხელ გაბუნიაზე მეტად, ივანიშვილის მმართველობაა დიდი ხიფათის შემცველი. „რუსთავი 2“ კი უნდა დარჩეს, როგორც დღევანდელი საქართველოს მრუდე სარკე – თუმცა, რეალურ სარკეშიც ყველაფერი მრუდეა ამ ქვეყანაში…

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …