მთავარი / საქართველო / უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობისა და ვიზის მიღებაზე მოთხოვნები მკაცრდება
უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობისა და ვიზის მიღებაზე მოთხოვნები მკაცრდება

უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობისა და ვიზის მიღებაზე მოთხოვნები მკაცრდება

1 ივლისს ძალაში შედის პრეზიდენტის მიერ 30 მაისს ხელმოწერილი ცვლილებები, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.

მთავარი ცვლილება უცხოელებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს ეხება.

ცვლილება შეეხო უცხოელებისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევასაც.

თუ აქამდე ნებართვა გაიცემოდა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, კანონის ახალი რედაქციით უცხოელის მიერ განხორციელებული ინვესტიცია უნდა შეადგენდეს 300 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში ან მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება უნდა აღემატებოდეს 300 000 დოლარის ლარში ეკვივალენტს.

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადებს, კანონის მიხედვით მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. კანონის ამ მუხლს კიდევ ერთი ქვეპუნქტი დაემატა. კერძოდ, საინვესტიცოო ბინდრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე წარმოადგინოს შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება საქართველოში პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000, მესამე, მეოთზე და მეხუთე წლების განმავლობაში კი არანაკლებ 120 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.

ასევე, 300 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია შეინარჩუნოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …