მთავარი / სპორტი / “ზუგდიდის“ ფეხბურთელი მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა
"ზუგდიდის“ ფეხბურთელი მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა

“ზუგდიდის“ ფეხბურთელი მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა

დღეს ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურში „ვიტ ჯორჯია“ „ზუგდიდს“ მასპინძლობდა. „მცხეთა პარკზე“ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. 

როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ პირველ არხს განუცხადა, ფეხბურთელი ცუდად თამაშის დაწყების წინ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

„შოთა მოთელვაზე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე მოთელვაზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა და უცებ წაიქცა. მცხეთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ, მაგრამ ვეღარ ვუშველეთ. საშინელი ამბავია. არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან კარგი სპორტსმენი და ადამიანი იყო“, – ამბობს რევაზ პერტაია.

31 წლის შოთა მამინაშვილი ბათუმის „დინამოში“ გაზრდილი იყო, „ზუგდიდში“ კი 2017 წლიდან თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …