მთავარი / მთავარი მოვლენები / თუ 2-3 ბინა არ გაქვს 15 ნოემბრიდან სალომბარდე სესხს ვაღარ აიღებ
თუ 2-3 ბინა არ გაქვს 15 ნოემბრიდან სალომბარდე სესხს ვაღარ აიღებ

თუ 2-3 ბინა არ გაქვს 15 ნოემბრიდან სალომბარდე სესხს ვაღარ აიღებ

სასესხო რეგულაციები (15 ნოემბიდან რომ უნდა ამოქმედდეს) სტარტაპ სესხის პირობების ჩარჩოს ჯერ არ მოიცავს, მხოლოდ მცირე ჩანაწერია ეროვნულ ბანკთან შეთანხმების საჭიროებაზე.

სავარაუდოდ ენჯელ-საინვესტიციო ფონდის შექმნას ელოდებიან, რომლის კონტრიბუტორი ადგილობრივი „ენჯელები“ უნდა იყვნენ. ამაში სამთავრობო გრანტიც არის გათვალისწინებული.

დანარჩენი სესხების პირობები გაწერილია. ბინას მხოლოდ 2 ბინის მფლობელი დაალომბარდებს, უზრუნველყოფის 50% -ის კოეფიციენტით. ანუ სესხად ბინის ღირებულების ½ მიიღებს.

შემოსავლებდაუდასტურებელი მსესხებელი ბინის საყიდელ თანხას 60%-იანი კოეფიციენტით მიიღებს. დადასტურებულ შემოსავალზე ლარის იპოთეკას 15%-იანი თანამონაწილეობა სჭირდება. უცხოურ ვალუტაში, მსესხებელი, უზრუნველყოფილი ბინის ღირებულების 75%-ს მიიღებს.

ბანკირები სავალუტო სესხის პირობების საბაზროსთან შეუსაბამობაზე აცხადებენ. როცა ბანკს საკრედიტო რესურსი უცხოურ ვალუტაში აქვს და ჰეჯირებაც არ ესაჭიროება (ანუ რისკებს არაფერი უზრდის) კოეფიციენტი მკაცრდება. „პირიქით“ ცვლილება ლარის დაკრედიტების წახალისებით იხსნება.

წყარო: GBC

შემთხვევითი სიახლე

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად …