მთავარი / სპორტი / ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა [ვიდეო]

ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტს დღეს იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ეწვია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძემ ლევან გორგაძეს, პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

„პარლამენტში ჩვენ დღეს ვუმასპინძლეთ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ტოჩინოშინს, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი ელჩი იაპონიაში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გაგვიხარდა ის უდიდესი წარმატება, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენმა მოიპოვა. 90-იანი წლებიდან ვუყურებ სუმოს და მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს თანამემამულეს ამხელა ტურნირი მოეგო. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული თითოეული ჩვენგანისთვის და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ტოჩინოშინს ვმასპინძლობდით. ის მისაბაძი მაგალითია თითოეული ბავშვისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, მისაბაძი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება შრომით მიაღწიო უმაღლეს მწვერვალებს და მადლობა მინდა მას გადავუხადო ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან გორგაძეს სამომავლო წარმატებები და გამარჯვებები უსურვა.

„ძალიან დიდი ემოციებით შემხვდნენ აეროპორტში. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა. ძალიან გახარებული ვარ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შვილი შვიდი თვეა, რაც დაიბადა და დღეს აეროპორტში პირველად დავიჭირე ხელში. ბედნიერი ვარ. დღეს კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ რაინდის წოდება მომანიჭეს. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. მომავალში შევეცდები, რომ რაინდის წოდება ვატარო ისე, რომ იოკუძუნობამდე მივაღწიო“, – განაცხადა ლევან გორგაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ლიანა ჯოჯუამ მსუბუქ წონაში ММА-ს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა [ვიდეო]

პირველად FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლაში ქართველი გოგონა რუს მეტოქეს დაუპირისპირდა. 22 წლის ჯოჯუა, …