მთავარი / თბილისი / საკრებულო / TI: საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან
TI: საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან

TI: საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან

საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან – ეს ფაქტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თბილისის საკრებულოს სამწლიან საქმიანობის შეფასებისას პრობლემურ საკითხთა სიაში შეიყვანა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ასევე პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს.

წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობისპირს: გიორგი ტყემალაძეს (ქართული ოცნება – მრეწველები), გიორგი ახვლედიანს (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილს (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძეს (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.

არასრულად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირისწილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძის (ქართული ოცნება-მრეწველები) და ლევან დარახველიძის(ქართული ოცნება – მრეწველები). ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულიასაკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები), ლევან დარახველიძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები) ლია ჯახველაძე (ფრაქცია თბილისელები), – მიუთითებს ორგანიზაცია.

დადებითი ტენდენციებს შორის დასახელდა ის, რომ  ჩატარდა საკრებულოს 200 სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა საკრებულოს არცერთისხდომა,   მიღებულია 419 დადგენილება და 1 570 განკარგულება, დამტკიცდა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: გენდერული, გარემოსდაცვითი და მარკეტინგისსტრატეგიები; დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;

დადებითად არის შეფადებული ის ფაქტიც, რომ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები, უმეტეს შემთხვევებში, საკრებულოს მოთხოვნით ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ოპოზიციის მიწვევით ისინი არ ცხადდებოდნენ სხდომებზე.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და …