მთავარი / საქართველო / თეთრიწყაროში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს
თეთრიწყაროში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

თეთრიწყაროში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული ვაჟა თორაძე პოლიციის ყოფილი თანამშრომელია და ამჟამად ფერმერული მეურნეობით იყო დაკავებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი მის მეურნეობაში მუშაობდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი გამთენიისას დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული. უწყებაში საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …