მთავარი / მთავარი მოვლენები / ტექნიკის მაღაზიების გაკოტრება დაიწყო – პირველი “ტექნო ბუმია”

ტექნიკის მაღაზიების გაკოტრება დაიწყო – პირველი “ტექნო ბუმია”

“ტექნო ბუმი” გაკოტრდა. მფლობელმა განცხადება სასამართლოში უკვე შეიტანა და საქმის წარმოებაც დაიწყო.

მიზეზი საბანკო რეგულაციებია, რომელთა გამოც ქსელს განვადებები 70%-ით შეუმცირდა. როცა ტექნიკის გაყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მსგავსი პრობლემის წინაშეა, ბუნებრივია, უფრო მძიმე მდგომარეობაშია პატარა მაღაზიები. რეგულაციებს შეწირული ბიზნესი ქვეყანაში უმუშევრობის დონესაც ასწევს.

“ტექნო ბუმის” განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიიღეს, მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. როგორც საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით შპს “ტექნო ბუმის” წარმომადგენელმა ლელა ნადიბაიძემ მიმართა, რომელმაც მოითხოვა შპს “ტექნო ბუმის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, “ტექნო ბუმს” რომ პრობლემები შეექმნა და გაყიდვები შეუმცირდა, კომპანიის დამფუძნებელი “რეზონანსთან” წინა კვირასაც საუბრობდა.

“შეიძლება ითქვას, რომ 70%-ით არის განვადება შემცირებული იანვრის მდგომარეობით. 2018 წლის მაისამდე სრულ გაყიდვებში განვადება შეადგენდა 65%-ს, დღეს კი 20%-ს არ აღემატება მთლიან რეალიზაციაში.

გადარჩენის გზა ამ შემთხვევაში შიგა განვადების სისტემის დანერგვაა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი, ამიტომაც გარკვეულ რეგიონებში მაღაზიების შემცირებაც მოგვიწევს, ეს უკვე ვიცით”, – აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ქოქოლაძე.

სასამართლოს განჩინებით, კომპანიის მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

“სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში”, – აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში.

“ტექნო ბუმის” დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებულმა გაყიდვებმა კომპანიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება აიძულა.

სრულად წაკითხვა>>

შემთხვევითი სიახლე

დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდემბლო ორგანოში, კონგრესში, ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება …