მთავარი / საქართველო / “თელასი“ შესაძლოა, მომსახურების ახალ სისტემაზე გადავიდეს
“თელასი“ შესაძლოა, მომსახურების ახალ სისტემაზე გადავიდეს

“თელასი“ შესაძლოა, მომსახურების ახალ სისტემაზე გადავიდეს

“თელასი“ შესაძლოა, მომავალი წლიდან აბონენტების მომსახურების ახალ, ავტომატურ სისტემაზე გადავიდეს,- ეს განცხადება პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ გააკეთა. 

როგორც რეზო არველაძემ აღნიშნა, პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ქალაქ თბილისში, სააქციო საზოგადოება “თელასში” ელექტროენერგიის აღრიცხვის, მონაცემთა გადაცემისა და ანგარიშსწორების მართვის ავტომატური სისტემის საპილოტე პროექტის დანერგვა განხორციელდა.

“დამუშავებულია მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის აპარატულ-პროგრამული მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც ელექტრონული მრიცხველების მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის იმპულსების ციფრულში გადაყვანას, შემდგომში კი პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრირებას უზრუნველყოფს. სისტემა ყოველთვიური ელექტროენერგიის დანახარჯის აღრიცხვას, ცენტრისკენ ავტომატურ გადაცემას, ანგარიშის გამოწერას და აბონენტებზე შეტყობინებას უზრუნველყოფს. დადგენილ ვადაში ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სისტემა აბონენტის ავტომატურად გამორთვის შესახებ ბრძანებას გამოიმუშავებს. როგორც კი გადახდის შესახებ ინფორმაცია მიღებული იქნება აბონენტის ჩართვა ასევე ავტომატურად ხდება. სისტემის მოქმედებაში ადამიანის ჩარევა გამორიცხულია”, – განაცხადა რევაზ არველაძემ. 

მისი თქმით, იდეის ავტორი და ინიციატორი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ გვერდწითელია. იდეა “თელასის” დირექტორის სერგეი კოვცევის და “თელასის” ტექნიკური ხელმძღვანელობის მიერ მხარდაჭერილია.

როგორც დეპუტატი აცხადებს, საპილოტე პროექტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

“უნდა ვივარაუდოთ, რომ “თელასის” ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას და მომავალი წლიდან ახალ სისტემაზე თანდათანობითი გადასვლა დაიწყება. “თელასში”, რომლის აბონენტების რაოდენობა დაახლოებით ნახევარი მილიონია პროექტის სრულმასშტაბიან განხორციელებას რამოდენიმე წელი დასჭირდება. ეს არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება”, – განაცხადა არველაძემ. 

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …