მთავარი / თბილისი / თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათი შემოვიდეს – მოქალაქის იდეა მერს
თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათი შემოვიდეს – მოქალაქის იდეა მერს

თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათი შემოვიდეს – მოქალაქის იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 81 მიმდინარე, 346 დაბლოკილი, 876 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომლის ავტორიც გია გაგოშიძეა და თბილისის მერს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლის ყოველთვიური სამგზავრო ბარათის შემოღებას სთავაზობს.

„ძალიან კარგი იქნება თუ დაინერგება ქალაქში ყოველთვიური სამგზავრო ბარათები, მაგალითად თუ თვის ბარათი ეღირება 30 ლარი, ეს იქნება ყველასთვის ხელსაყრელი ვისაც ორჯერ ან მეტჯერ უწევს ტრანსპორტის გამოყენება დღის განავლობაში, ეს მეთოდი დანერგილია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ძალიან კარგად მუშაობს. ამით გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი და ხალხი ნელნელა დაიწყებს გადმოსვლას, ეგრეთ წოდებული მარშუტკებიდან და ავტობუსის და მეტროს მომხმარებლები გახდებიან, ტურისტებისთვის შეიძლება ასევე დღის კარტის შეთავაზება.

დაწესდება ასევე შეღავათები ამ კარტაზე, მაცხოვრებლების საზოგადოებრივი კლასის მიხედვით.

დადებითი მხარეები: – მოქნილობა, ავტობუსში ასვლის მომენტში ქაოსის შემცირება გადამხდელ აპარატთან, მომხმარებელთა მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და სატრანსპორტო სამსახურისთვის სტაბილური შემოსავალი.

უარყოფითი მხარეები: – შესაძლებელია ამ კარტით ისარგებლოს სხვა მომხმარებელმა, რაც პრობლემა იქნება უსურათო პლასტიკურ ბარათზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 3 აგვისტომდეა. ხმის მისაცემად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე.

შემთხვევითი სიახლე

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწის ქვემოთ ჩაიტანენ

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 …