თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს | Tbilisi Today
მთავარი / თბილისი / თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს
თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს

თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს

თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს. როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, ასეთი აქცენტებია გაკეთებული კომპანია „სისტრას“ კვლევის წინასწარ ინფორმაციაში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დედაქალაქში გვყავს 8, 10 და 12- მეტრიანი ავტობუსები.

„აქცენტი გაგვიკეთეს 24- მეტრიან ავტობუსზე. თქვეს, რომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, რადგან სხვანაირად ვერ დაკმაყოფილდება მოსახლეობის ის მოთხოვნა, რაც არის მაგალითად, დიდი დიღმიდან და გლდანიდან. პირველი მოთხოვნით 200-მდე ერთეულზე არის საუბარი.

რაც შეეხება მარშრუტებს, პირველ რიგში აქცენტები გაკეთდება იქ, სადაც ხალხის გამოყვანის პრობლემაა და მოთხოვნაა დიდი. მცირე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების შედეგად მივიღებთ, რომ დედაქალაქში შესაძლებელი იქნება 24 მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა. სავარაუდოდ, მძღოლებსაც დასჭირდებათ გადამზადება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. შესაბამისად, ასეთი მოცემულობა გვექნება – თუ გვეყოლება 10 მეტრიანი ავტობუსები, ბევრი გვეყოლება; 18 მეტრიანები – შედარებით ნაკლები და 24 მეტრიანი თუ გვეყოლება, უფრო ნაკლები ავტობუსი და უფრო სწრაფი გადაადგილების საშუალება იქნება,“ – აღნიშნა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.

წყარო: bpn | ავტორი: თაია არდოტელი

შემთხვევითი სიახლე

7 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

7 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, საბურთალოს …