მთავარი / თბილისი / თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის.

ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

შემთხვევითი სიახლე

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწის ქვემოთ ჩაიტანენ

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 …