მთავარი / სპორტი / თბილისში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება
თბილისში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება

თბილისში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება

თბილისში 22-28 აგვისტოს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“ პირველ ჯგუფში ლიტვის „გინტრას“, თურქეთის „ქონაკ ბელედიესპორს“ და სლოვაკეთის „პარტიზანს“ შეხვდება.

მატჩებისთვის ქართული კლუბი აზერბაიჯანში ემზადება, ქვეყნის ჩემპიონი თბილისში 19 აგვისტოს დაბრუნდება. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიხელ მესხის სათადარიგო სტადიონზე და დავით პეტრიაშვილის სახელობის მოედანზე გაიმართება.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ათ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებული კლუბები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …