მთავარი / თბილისი / თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩებს; 11:00-დან 15:00 საათამდე – დოლაბაურის, კაჭარავას, წერნაკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, იორის და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩებს; 11:00-დან 18:00 საათამდე – გობრონიძის ქუჩას; 11:00-დან 15:00 საათამდე – გურამიშვილის გამზირს, შეშელიძის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, შუშის და ჭედიას ქუჩებს; 12:00-დან 15:00 საათამდე – გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩებს; 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩას (ნაწილობრივ).

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …