მთავარი / თბილისი / საკრებულო / თბილისის საკრებულოში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
თბილისის საკრებულოში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
ფოტო: ანა ბერუკაშვილი

თბილისის საკრებულოში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

თბილისის საკრებულოში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამის შესახებ ტელეკომპანია”იმედის”ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ცნობილი გახდა ისიც, რომ თბილისის საკრებულოში დაპირისპირება”ევროპული საქართველოს” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საკრებულოში სხდომა ამ დრომდე უნდა დაიწყებულიყო, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო, სხდომის დაწყება ისევ ვერ ხერხდება. პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 946 კვ. მეტრი ფართისთვის ზონის შეცვლის საკითხს საკრებულოს წევრების და თბილისის მერობის კანდიდატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ რეალურად, ეს ტერიტორია 1 ლარად ბიძინა ივანიშვილის კომპანიას უნდა გადაეცეს.

განხილვას პოლიტიკური განცხადებებიც მოჰყვა. ზაალ უდუმაშვილმა სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გარეთ დაელოდება. მოგვიანებით, ზაალ უდიმაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან შევიდა. მეროbის კანდიდატმა მოითხოვა, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასა და თაბორის მთაზე მიწების გასხვისებისა და ზონის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკრებულომ დღეს არ იმსჯელოს.

„ძალიან კონკრეტული წინადადებაა, დავანებოთ იმაზე ლაპარაკს თავი ვინ რა გააფუჭა, თუ ვინმე სიკეთეს აკეთებთ, გადაიდოს ეს საკითხი და შემდეგმა საკრებულომ განიხილოს. ნუ ჩქარობთ“, – განაცხადა მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სხდომის დაწყებამდე გაიმართება ბიურო და საკრებულოს წევრები ამ საკითხს განიხილავენ.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და …