მთავარი / სპორტი / თბილისის საკონცერტო დარბაზის მონიტორზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სარეკლამო კლიპი გადის
თბილისის საკონცერტო დარბაზის მონიტორზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სარეკლამო კლიპი გადის

თბილისის საკონცერტო დარბაზის მონიტორზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სარეკლამო კლიპი გადის

თბილისის საკონცერტო დარბაზის ფასადზე დამონტაჟებულ დიდ სარეკლამო მონიტორზე რამდენიმე დღეა გადის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დამზადებული სარეკლამო კლიპი 36  ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე. კლიპების კოლაჟი 7 ბლოკად არის დაყოფილი და აერთიანებს ვიდეო და ფოტომასალას, ასევე ძირითად ინფორმაციას  ჩემპიონების შესახებ. ეს პროექტი ექვს თვეს გასტანს.

“ეს არის ოლიმპიური კომიტეტის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ჩვენი პარტნიორი კომპანიის „აუთდორ.ჯი“-ს ხელშეწყობით.

ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი დიდი ჩემპიონები, ამასთანავე პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას. საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე  მუდამ ხალხმრავლობაა და ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდობა, თვალს შეავლებს ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადებზე გამოსვლის ამსახველ კადრებს, გაიხსენებს სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს. ქართულ სპორტს მართლაც მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გვეამაყებოდეს”,  გვითხრა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

წყარო: ipress

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …