მთავარი / თბილისი / თბილისის ნაწილს 1-ელ მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ნაწილს 1-ელ მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 1-ელ მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს 1-ელ მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროებით შეეზღუდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი ბელიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ღრმაღელის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის, იდუმალის და ენგურჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, ბენდელიანის, კოსტავას და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ოსიპ მანდელშტამის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ხვედელიანის, ზურაბ ჩაჩუას, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ხომლელის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის მასივის VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულუას და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი …