მთავარი / თბილისი / საკრებულო / თბილისის მერიის ორი უწყების რეორგანიზაციას საკრებულომ მხარი დაუჭირა
თბილისის მერიის ორი უწყების რეორგანიზაციას საკრებულომ მხარი დაუჭირა

თბილისის მერიის ორი უწყების რეორგანიზაციას საკრებულომ მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა არქიტექტურის სამსახურისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეორგანიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი წერს.

საკითხი სხდომაზე იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ბირკაძემ წარადგინა.

“დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდება სამართლებრივი საფუძვლები, რომ შემდგომში ნაბიჯები გადაიდგას რეორგანიზაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად. შემდეგ დამატებით იქნება წარმოდგენილი საკრებულოში დებულება და წესდება, რომელშიც აისახება შესაბამისი სტრუქტურული რეფორმები, რომელიც გატარდება ამ მიმართულებით”, – განაცხადა ბირკაძემ.

დღესვე საკრებულომ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. 29 ნოემბერს, თბილისის მთავრობის სხდომაზე მერიის სამსახურების რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და …