მთავარი / თბილისი / მერია / თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ დროებით მარშრუტებს ნიშნავს
თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ დროებით მარშრუტებს ნიშნავს

თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ დროებით მარშრუტებს ნიშნავს

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს.

მერიის ცნობით, ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან.

დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

  • მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 175-ე  საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში 175-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იგივე მარშრუტს გაივლის.
  • მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 39, 173 და 177-ე  საჯარო სკოლები. მოძრაობას დაიწყებს ხიზანიშვილის ქუჩიდან, მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე,  გაივლის 39-ე და 173-ე საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით 177-ე საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.
  • მეტრო „ვარკეთილი“ – 117-ე საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას 117-ე საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება.
  • მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელი – 103-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე 103-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას  მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს.
[wpolling id=”2″ width=”” height=””]

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. ტენდერში …