მთავარი / თბილისი / „თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება
„თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება

„თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება

მიმდინარე წლის სექტემბერში „თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ ტერიტორიაზე 5 სართულიანი სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება.

როგორც „კომერსანტს“ „თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის უნივერსიტეტი, რომელსაც ექნება სამკურნალო ფაკულტეტი, მაგრამ ახლო მომავალში იგეგმება სხვა სპეციალობების დამატებაც.

„თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი“ წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სასწავლო ბაზას, აქ მუდმივად იღებდნენ პრაქტიკულ და თეორიულ განათლებას, გვაქვს ბუნებრივი რესურსი, უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურა, კვალიფიციური სპეციალისტები, რაც ძალიან კარგ საშუალებას იძლევა ახალი თაობის კადრებისთვის ერთ ლოკაციაზე პრაქტიკული და სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმიანობის სინთეზი მოხდეს,“ – განაცხადა „თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ მენეჯერმა.

ამ ეტაპზე „ბალნეოლოგიური კურორტის“ წარმომადგენლობა უნივერსიტეტის შესახებ კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს. უცნობია ისიც უნივერსიტეტის გახსნაში რა სახის ინვესტიცია ჩაიდება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 2014 წელს კომპანიის შემოსავალი 620 000 ლარზე მეტს შეადგენდა. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

2018 წლის 1 აპრილიდან კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: ლიკა გურაბანიძე

შემთხვევითი სიახლე

დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური …