მთავარი / საქართველო / განათლება / თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
ფოტო: ანა გუმბერიძე

თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ზემო ფონიჭალში მდებარე 70-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მოშლა გახდა, რამაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნი გამოიწვია.

სკოლის დირექციამ სწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. ქუჩებში ადგილობრივ მოსახლეობას პირბადებიით უწევთ სიარული.

70-ე საჯარო სკოლაში მივიდნენ კრწანისის გამგებელი და ასევე კომპანია GWP-ის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლა თელეთის სასაკლაოდან ჩამორეცხილმა, ფრინველისა და ცხოველის, ნარჩენებმა გამოიწვია.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სასაკლაო არალეგალურია და ნარჩემებს GWP-ის რეზერვუარში უკანონოდ უშვებს.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …