მთავარი / საქართველო / ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო
ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო

ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო.

“ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მინდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი მოსაშორებელი ამიტომ ჩვენ ამ თანხად 48 ათას ლარად მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ რომ მოვაშოროთ ტატუ. რესოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ 2013 წლიდან 130-მდე ყოფილ პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა რომ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტატუს მოშორება ყოფილი პატიმრებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

შუქის გათიშვის გამო ქუთაისში „ეშმაკის ბორბალზე“ ადამიანები დარჩნენ

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, …