მთავარი / თეგის არქივი: ზუგდიდი

თეგის არქივი: ზუგდიდი

ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ პროექტი კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდება და ეს პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების …

სრულად წაკითხვა »

ზუგდიდში ვალის გამო ოჯახს შვილი წაართვეს

ზუგდიდში ვალის გამო ოჯახს შვილი წაართვეს

ზუგდიდში ცოლქ-მარმა ქალს, ვალის დაბრუნების მოთხოვნით, შვილი წაართვა. ვასიკო ახალაია და ემა კვირტია ქალს დაემუქრნენ, რომ სანამ ის ვალს არ დააბრუნებდა, შვილს არ ანახებდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღვეთას 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს. …

სრულად წაკითხვა »

ზუგდიდში პოლიეთილენის პარკში ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში პოლიეთილენის პარკში ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს. ჟურნალისტის ცნობით, ბავშვი პოლიეთილენის პარკში ფიფიების ოჯახმა იპოვა. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „შემოყვანისას ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“,- განაცხადა ექიმმა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს …

სრულად წაკითხვა »

ზუგდიდში ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს 

ზუგდიდში ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჭრილობა არასრულწლოვანს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, გულ-მკერდის არეში დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, პაციენტს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას …

სრულად წაკითხვა »

ზუგდიდში 3 წლამდე ბავშვი სავარაუდოდ სასტიკად არის ნაცემი

ზუგდიდში 3 წლამდე ბავშვი სავარაუდოდ სასტიკად არის ნაცემი

3 წლამდე ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ნაცემია, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მცირეწლოვანი, რამდენიმე დღის წინ დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა მიიყვანეს. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, ბავშვს სახეზე …

სრულად წაკითხვა »

ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე, ჭითაწყარის მონაკვეთთან მოპედის მძღოლი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა და გარდაიცვალა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები. ცოტა ხნის წინ იგივე მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული.

სრულად წაკითხვა »

ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე ავტოავარიისას საკრებულოს წევრი დაიღუპა

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი, თამაზ ჟორჟოლიანი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ერთმანეთს “მიცუბიშისა“ და “ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.

სრულად წაკითხვა »