მთავარი / თეგის არქივი: თიბისი ბანკი

თეგის არქივი: თიბისი ბანკი

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა

„თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის …

სრულად წაკითხვა »

საქართველო EuroDIG 2018-ს მასპინძლობს

საქართველო EuroDIG 2018-ს მასპინძლობს

4-6 ივნისს თბილისში, EuroDIG 2018 – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ გაიმართება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში მონაწილეობას მიიღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი, ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური …

სრულად წაკითხვა »

ორი ქართველი ბანკირის წლიური ანაზღაურება 9 მილიონ დოლარს აჭარბებს

ორი ქართველი ბანკირის წლიური ანაზღაურება 9 მილიონ დოლარს აჭარბებს

ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯერების სახელფასო ანაზღაურება ყოვეწლიურად იზრდება. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის და ბიჯიო ჯგუფის გენერალური დიტერქტორის ირაკლი გილაურის სახელფასო მონაცემების შესახებ ქართველი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები კომერსანტმა  მოიპოვა, რომელიც ემყარება ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის 2017 წლის წლიურ ანგარიშებში წარმოდგენილ ინფორმაციას: BGEO_Annual Report_2017; TBC_Annual Report_2017. ორივე კომპანიის აქციები განთავსებულია …

სრულად წაკითხვა »

თიბისიმ ახალი სათაო ოფისის კონცეფცია წარადგინა

თიბისიმ ახალი სათაო ოფისის კონცეფცია წარადგინა

თიბისი ბანკი ახალი კონცეფციის სათაო ოფისის მშენებლობას აპრილიდან დაიწყებს. თბილისის ბიზნეს ცენტრი – ასე ჰქვია ინოვაციურ კომპლექსს, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდება. დიზაინი, რომელიც შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, ჰოლაინდიელ ფრანს ვან ვუორს ეკუთვნის. პროექტის განხორციელებაში ერთვება მსოფლიო გამოცდილების მქონე ესპანური UN Studio. კომპლექსის გახსნა 2021 წელს იგეგმება. თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის, …

სრულად წაკითხვა »

თიბისიმ მოსწავლეებისთვის ერთგულის სასაჩუქრე შეთავაზებაზე განაცხადა

თიბისიმ მოსწავლეებისთვის ერთგულის სასაჩუქრე შეთავაზებაზე განაცხადა

თიბისიმ მოსწავლეებისთვის ერთგულის სასაჩუქრე შეთავაზებაზე განაცხადა. ინფორმაციას GBC ავრცელებს. სუპერგმირების სამყაროში მოგზაურობის კამპანიაში 2 ბავშვი მშობლებთან დაწყვილებული ერთვება. თამაშდება დუბაის საგაზაფხულო ტურის საგზური მთელი ოჯახისთვის და პირობა მარტივია, მოგების მეტი შანსი მეტ ტრანზაქციაზეა 15/11/17-05/12/17  ან 05/12/17 -01/01/2018 პერიოდში. პაკეტი მოიცავს: ორმხრივი ავიაბილეთს; 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 5 დღით სტუმრობას; 1 დღეს …

სრულად წაკითხვა »

წერეთელის გამზირზე თი-ბი-სი ბანკის დაყაჩაღება სცადეს

წერეთელის გამზირზე თი-ბი-სი ბანკის დაყაჩაღება სცადეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, „თი-ბი-სი ბანკის“ დაყაჩაღება სცადეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასმხმელი ერთი ადამიანი იყო, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა. შსს-ს და ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. ბანკში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც თავდამსხმელი გაიქცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წყარო: imedinews

სრულად წაკითხვა »