მთავარი / თეგის არქივი: შინაგან საქმეთა სამინისტრო (გვერდი 4)

თეგის არქივი: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალბატონი ფანჯარას ასუფთავებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი …

სრულად წაკითხვა »

პირველი იანვრიდან მართვის მოწმობების ნაწილს იურიდიული ძალა ეკარგება

პირველი იანვრიდან მართვის მოწმობების ნაწილს იურიდიული ძალა ეკარგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს. შსს-ს ცნობით, მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, …

სრულად წაკითხვა »

ქულების ამოწურვის გამო, მართვის მოწმობა 12-მა ადამიანმა დაკარგა

ქულების ამოწურვის გამო, მართვის მოწმობა 12-მა ადამიანმა დაკარგა

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ივლისიდან, ქულათა სისტემის ამოქმედებიდან ნოემბრის ჩათვლით, ქულები გაუნულდა და მართვის მოწმობა ჩამოერთვა 12 პირს; 5 ქულა აქვს დარჩენილი 2 პირს; 10 ქულა აქვს დარჩენილი 14 პირს; 15 ქულა 22 პირს, 20 ქულა კი 32 მოქალაქეს. შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ამოქმედებული კანონის თანახმად, მართვის მოწმობის მფლობელ …

სრულად წაკითხვა »

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. “4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.- სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ …

სრულად წაკითხვა »

17 წლის არასწრულწლოვანის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს

17 წლის არასწრულწლოვანის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, …

სრულად წაკითხვა »

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა თბილისში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები საცობების, სადისტრიბუციო მანქანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და ქვეითთა გადაადგილების, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგება და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა იყო. მხარეებმა ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით …

სრულად წაკითხვა »

შსს-მ ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

შსს-მ ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

შსს-მ ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე მივიდა. “წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული …

სრულად წაკითხვა »

შსს-მ უკანონო საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო

შსს-მ უკანონო საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ფ.ო. ქობულეთში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის …

სრულად წაკითხვა »