მთავარი / თეგის არქივი: შინაგან საქმეთა სამინისტრო (გვერდი 3)

თეგის არქივი: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. „სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ყ.-მ, თანმხლებ პირთან – გ.ჭ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს …

სრულად წაკითხვა »

გიორგი გახარია: „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც გამოძიებას დაეხმარებიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან

გიორგი გახარია: „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც გამოძიებას დაეხმარებიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან საგამოძიებო ორგანოებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. „ვაჩენთ ახალ დანაშაულს, როგორცაა მაგალითად „ქურდული სამყაროსადმი“ მიმართვა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს პასიური წევრობა. თუმცა, ამასთან ერთად, შემოგვაქვს სიახლე და „ქურდული სამყაროს“ ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან საგამოძიებო ორგანოებს მძიმე ან …

სრულად წაკითხვა »

შსს აქციას #არაჩადებას! შეუერთდა

შსს აქციას #არაჩადებას! შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. უწყებამ პოზიცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა. ამას წინ უძღოდა დღეს, ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. აღნიშნული ქმედებით გარკვეულმა ჯგუფმა აქცია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ გამოხატა.

სრულად წაკითხვა »

თბილისში ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა იზრდება

თბილისში ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა იზრდება

საპატრული პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. როგორც …

სრულად წაკითხვა »

შსს-მ საბურთალოზე 2 მოზარდის დაჭრის საქმე გახსნა

შსს-მ საბურთალოზე 2 მოზარდის დაჭრის საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბურთალოზე მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის …

სრულად წაკითხვა »

მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა

მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა

2017 წლის 1 ივლისიდან 15 დეკემბრის პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, ქულათა ამოწურვის გამო მართვის უფლება თბილისში 10-ს, ხოლო ბათუმში, ოზურგეთში, რუსთავსა და თერჯოლაში თითო-თითო ადამიანს შეუჩერდა. ამასთან, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქულათა შემცირების ჯამში, …

სრულად წაკითხვა »

შს სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის შედეგად 69 პირი დააკავა

შს სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის შედეგად 69 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის ექვსი, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული …

სრულად წაკითხვა »

ძველი მართვის მოწმობების გამოცვლის თარიღი გადავადდა

ძველი მართვის მოწმობების გამოცვლის თარიღი გადავადდა

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია. პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ. შესაბამისი …

სრულად წაკითხვა »

რუსთაველზე მოზარდის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რუსთაველზე მოზარდის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და …

სრულად წაკითხვა »

რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავში, წუხელ გვიან ღამით მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. „შეტყობინების მიღებისთანავე, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია …

სრულად წაკითხვა »