მთავარი / თეგის არქივი: ქალი

თეგის არქივი: ქალი

თბილისში ქალმა ჩვილი სავარაუდოდ ნაგავში გადააგდო

35 წლის ქალმა ჩვილი სავარაუდოდ ნაგავში გადააგდო. წინასწარი ინფორმაციით, მან სახლში იმშობიარა. მდგომარეობის გართულების შემდეგ კი თბილისის მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს. ქალს ახალშობილი თან არ ჰყავდა, რის გამოც კლინაკში სამართალდამცველები გამოიძახეს. ექიმების განცხადებით, სავარაუდოდ ქალმა ათი დღის წინ იმშობიარა. ბავშვი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სოციალურად …

სრულად წაკითხვა »

ფოთში 25 წლის ქალი დაჭრეს

ფოთში 25 წლის ქალი დაჭრეს

ფოთში, ნაბადის უბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილიბები სახისა და გულმკერდის არეში მეუღლის ბიძამ მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. “სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 25 წლის ქალი შემოიყვანა, მას ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება. ჭრილობები დამუშავდა, გაეწია პირველადი ამბოლატორიული დახმარება და გაეწერა საავადმყოფოდან,“ – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

სრულად წაკითხვა »

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველთა განცხადებით, 30 წლამდე ქალი, აივნიდან გადმოვარდნის შემდეგ, მეხუთე სართულის მოშენებაზე დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას …

სრულად წაკითხვა »

გლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

გლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, გლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა გლდანის მე-7 მკ/რნ-შიმოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: 1tv | ავტორი: მაკა ღამბაშიძე

სრულად წაკითხვა »

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალი დაჭრეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალი დაჭრეს

ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა. ლიფტში იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. „ქალს რამდენიმე ჭრილობა სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. ჩვენმა ბრიგადამ იგი კლინიკა “ბაო”-ში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, საავადმყოფომდე დაჭრილი კონტაქტური იყო”, …

სრულად წაკითხვა »

ზაზა სოფრომაძე: გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ზაზა სოფრომაძე: გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქე ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომელმაც დაშავებული კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მოინახულა. მისი თქმით, შვედეთის მოქალაქე 15 კვირის ორსულია, შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. „შვედეთის მოქალაქე გადმოყვანილი იქნა გუდაურიდან რეანომობილით. მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. აღინიშნება …

სრულად წაკითხვა »

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ბანკის წინ საწვავი გადაისხა. ახალგაზრდა ქალს თავის დაწვის საშუალება ადგილზე მისულმა პოლიციამ და მოქალაქეებმა არ მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: 1tv | ავტორი: თეა აბსარიძე

სრულად წაკითხვა »

სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მოკლულის ქმარია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობის შემდეგ, მამაკაცი ე.წ. სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. წყარო: 1tv | ავტორი: ნატო ბერულავა

სრულად წაკითხვა »

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

თბილისში, წერეთლის გამზირზე შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას PIA ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

ბათუმში ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალბატონი ფანჯარას ასუფთავებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »