მთავარი / თეგის არქივი: კორონავირუსი

თეგის არქივი: კორონავირუსი

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა. ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, კომპანია მომავალშიც აპირებს, წვლილი შეიტანოს Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდს ფინანსური, თუ სხვა საჭირო რესურსით დაეხმარება. #StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და …

სრულად წაკითხვა »

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. მათგან რვა გამოჯანმრთელებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.

სრულად წაკითხვა »

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე. „მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია …

სრულად წაკითხვა »

რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება

რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება. გამყრელიძის თქმით, ამ ტესტებს საქართველოს ჩინეთი გადმოსცემს. “დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის ბოლოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის, რომელიც ჩვენთან ტუბერკულოზზე და შიდსზე მუშაობს, ტესტ-სისტემები დამზადდება, ეს არის ძალიან ადვილი სახმარი კარტრიჯები, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები, სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი. მისივე თქმით, მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით, თვითიზოლაციის გამო ამ ადამიანებს გაცდენილი დღეები საპატიოდ ეთვლებათ და უნარჩუნდებათ ანაზღაურება. „განსაკუთრებული მადლობა ეკუთვით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ …

სრულად წაკითხვა »

საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში კვირას, იტალიიდან შემოვიდა და მაშინ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. „შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ლაბორატორიულად გუშინ გვიან ღამით …

სრულად წაკითხვა »

სამგზავრო მატარებელებისა და სადგურების  დეზინფიცირება ყოველდღიურად ჩატარდება

სამგზავრო მატარებელებისა და სადგურების დეზინფიცირება ყოველდღიურად ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დალაგება, დადგენილი ნორმების შესაბამისად ყოველდღე მიმდინარეობდა, სარკინიგზო შემადგენლობებში და სადგურებში დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით. ასევე, …

სრულად წაკითხვა »

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. „დღეს აღებული იქნა 25 სინჯი და მიმდინარეობს მათ კვლევა ლუგარში, დიდი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სრულად წაკითხვა »

სკოლებში სანიტარული ნორმები მკაცრდება

სკოლებში სანიტარული ნორმები მკაცრდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. როგორც განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის …

სრულად წაკითხვა »