მთავარი / თეგის არქივი: ჰაერი

თეგის არქივი: ჰაერი

2019 წელს თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზაარდა

თბილისში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობა, 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს გაუარესებულია – ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის შედეგების პრეზენტაციას, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს …

სრულად წაკითხვა »

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო მესამე ადგილზეა

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო მესამე ადგილზეა

2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს. არსებობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა (მრეწველობისა და მშენებლობის …

სრულად წაკითხვა »

თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს

თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს

საქართველოსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევაში მოხვდა. რიცხვებში გამოსახულ არსებულ პრობლემაზე “ამერიკის ხმა” წერს. გამოცემის ცნობით, დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი იღუპება: 36%-ს ფილტვის კიბო ემართება, 34%-ს ინსულტი, 27%-ს გულის დაავადებები, 35%-ს კი ფილტვის ქრონიკული დაავადებები. საქართველოში კი ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის …

სრულად წაკითხვა »

მაია ბითაძე: ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მიმართული, ტრანსპორტის გადაიარაღებისთვის

მაია ბითაძე: ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მიმართული, ტრანსპორტის გადაიარაღებისთვის

ჰაერის დაბინძურება გამოწვევად რჩება არა მარტო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, არამედ განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა. „ჰაერის დაბინძურებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ესაა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე, სამწუხაროდ, ჩვენ რეალურ შედეგს ვერ მივაღწევთ იმ …

სრულად წაკითხვა »

ჰაერში მტვრის ჭარბი რაოდენობა წერეთლის გამზირზე ფიქსირდება

თამარ ბაგრატია: ჰაერში მტვრის ჭარბი რაოდენობა წერეთლის გამზირზე ფიქსირდება

ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვიდან მოდის. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. თამარ ბაგრატიას თქმით, თბილისის მასშტაბით ჰაერში მტვრის ჭარბი რაოდენობა ყველაზე მკვეთრად წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. რაც შეეხება ტყვიას, ბაგრატიას განცხადებით, ის დასაშვებ ნორმაშია. “თბილისში არსებულ 4 ავტომატურ სადგურზე 24 – საათიანი …

სრულად წაკითხვა »

თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 5-ჯერ შემცირდა

თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 5-ჯერ შემცირდა

თბილისში ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია 2008 წლის შემდეგ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს – ასეთია გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხი გზავნილზე – “ჰაერში ტყვიაა”, რომელიც პეკინის ახლადრეაბიტირებულ ქუჩაზე მდებარე ველოტრასაზე გამოჩნდა. გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ჰაერში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ დედაქალაქის ჰაერში ტყვიის შემცევლობა 2008 წლის შემდგომ აღარ აჭარბებს დასაშვებ …

სრულად წაკითხვა »

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია

საქართველო იმ ქვეყნების სათავეშია, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ამერიკული სააგენტო Vox წერს, რომ ყოველ წელს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 6.5 მილიონი ადამიანი კვდება, მათ უმეტესობას სიმსივნე და გულის სხვადასხვა დაავადება უვითარდებათ. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც განმარტებულია, რა საფრთხეს უქმნის ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს. კვლევაში მოცემულია დიაგრამა, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

თბილისში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით

თბილისში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება იქნება, – ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. მისი თქმით, დედაქალაქში შესწავლილია რამდენიმე კრიტიკულად შემჭიდროვებული ადგილი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია. „დაგეგმილი გვაქვს შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელება. …

სრულად წაკითხვა »