მთავარი / თეგის არქივი: ავარია

თეგის არქივი: ავარია

ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ საგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიით სამი ახალგაზრდა დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიით სამი ახალგაზრდა დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. გუშინ, გვიან ღამით „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ბოძს დაეჯახა, რომლის შემდეგ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და ტრანსპორტში მყოფი სამივე ახალგაზრდა დაიწვა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

სრულად წაკითხვა »

თბილისში ავარიისას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა

თბილისში ავარიისას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დასუფთავების მანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც „თბილსერვისის“ ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თანამშრომელი და მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი …

სრულად წაკითხვა »

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გედიზის პროზექტურაშია გადასვენებული. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

სრულად წაკითხვა »

ფოტოები გომბორის ავარიის ადგილიდან

ფოტოები გომბორის ავარიის ადგილიდან

დღეს გომბორის გზაზე, ექსკურსიისთვის დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სავალი გზიდან ხევში გადავარდა. მასში თბილისის 175-ე სკოლის (მუხიანში მდებარე) მოსწავლეები და მათი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ. ავარიის შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი: სამი ქალი და ერთი არასრულწლოვანი. წყარო: imedinews | ფოტო: კახა კუპატაძე

სრულად წაკითხვა »

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს შს მინისტრის მოადგილე მოინახულებს

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს შს მინისტრის მოადგილე მოინახულებს

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია მოინახულებს, – ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, თელავის საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებული შვიდი ადამიანი გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, არც ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება. გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია. გომბორის …

სრულად წაკითხვა »

გომბორის გზაზე ავარიისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი

გომბორის გზაზე ავარიისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი

გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. დანარჩენი სამი გარდაცვლილი ქალია. არსებული ინფორმაციით, გომბორის გზაზე ექსკურსიისთვის დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სავალი გზიდან ხევში გადავარდა. მასში თბილისის 175-ე სკოლის (მუხიანში მდებარე) მოსწავლეები და მათი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. მომხდარი imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. …

სრულად წაკითხვა »

ქედაში ავარიის დროს დაღუპულთა ცხედრები ავტომობილიდან ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს

ქედაში ავარიის დროს დაღუპულთა ცხედრები ავტომობილიდან ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს

ქედაში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ხუთივე პირის ცხედარი ავტომობილიდან სპეციალური ტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს. ოთხი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარის გამო, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. პოლიცია ადგილზე სატვირთო ავტომობილებს ამ დრომდე არ ატარებს. ამასთან, გზიდან დაბრუნდა ორი ავტობუსი, რომელსაც ტურისტები ქედაში გადაჰყავდა. მოძრაობის შეფერხების მიზეზი კი ის გახდა, რომ ავარიაში …

სრულად წაკითხვა »

რუსთაველის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულები ამ დროისთვის სტაციონარებში არიან მოთავსებულები. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

სრულად წაკითხვა »

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილი ამოტრიალდა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილი ამოტრიალდა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. როგორც პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სამივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკიროავტობუსი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. …

სრულად წაკითხვა »