მთავარი / თეგის არქივი: რუსთავი

თეგის არქივი: რუსთავი

სამგორი-ლილოს რკინიგზის მშენებლობა შესაძლოა EBRD-მა და EIB-მა დააფინანსონ

სამგორი-ლილოს რკინიგზის მშენებლობა შესაძლოა EBRD-მა და EIB-მა დააფინანსონ

სამგორი–ლილოს მიმართულებით რკინიგზის მშენებლობა შესაძლოა EBRD-მა და EIB–მა დააფინანსონ. პროექტისათვის დაახლოებით, 174–218 მლნ დოლარია საჭირო, იმის მიხედვით, რკინიგზა ერთხაზიანი იქნება თუ ორხაზიანი. ფინანსთა სამინისტრო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. საქართველოს მთავრობას იმედი აქვს რომ ამ პროექტისთვის გრანტის მოზიდვასაც შეძლებს. „ეს არის სამგორი–ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარების პროექტი, დაახლოებით შვიდი სადგური იქნება და ასევე, რაც მთავარია, იგეგმება …

სრულად წაკითხვა »

ლებედევმა ფიფას ანტირუსული ლოზუნგებისთვის ქართველი ფეხბურთელების დასჯა მოთხოვა

ლებედევმა ფიფას ანტირუსული ლოზუნგებისთვის ქართველი ფეხბურთელების დასჯა მოთხოვა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა მოუწოდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) ზომები მიიღოს ქართველი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ. ამის შესახებ ლებედევმა „ტვიტერში“ დაწერა. ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელების მაისურებზე ამგვარი წარწერა იყო – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“. „ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების …

სრულად წაკითხვა »

რუსთავში ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღო

რუსთავში ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღო

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტს, სააგენტოს თქმით, თავად დაზარალებული ადასტურებს. მოხმარებულ ნარკოტიკს შორის, მარიხუანას გარდა, სავარაუდოდ სხვა საშუალებაც იყო, …

სრულად წაკითხვა »

რუსთავში, ბავშვთა სახლის აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთავში, ბავშვთა სახლის აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთავში, ბავშვთა სახლ „თბილი სახლის” აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით ნასვამი სამი მამაკაცი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ აუზში ბანაობას ითხოვდა. ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც მამაკაცების გაღიზიანების და ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც აღმზრდელს ფიზიკური და სიტყვიერი …

სრულად წაკითხვა »

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველთა განცხადებით, 30 წლამდე ქალი, აივნიდან გადმოვარდნის შემდეგ, მეხუთე სართულის მოშენებაზე დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას …

სრულად წაკითხვა »

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქად არის დაჭრილი, თუმცა რა სახის იარაღით აქვს მიყენებული დაზიანება, უცნობია. თვითმხილველების თქმით, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარება, თუმცა მამაკაცი რუსთავის არც ერთ კლინიკაში არაა გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც …

სრულად წაკითხვა »

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა

მოქალაქეებს წყლის გაზრდილი ტარიფის გადახდა უკვე თებერვალში მოუწევთ. ამის შესახებ, მოქალაქეთა ნაწილმა სმს შეტყიბინება უკვე მიიღო. შეგახსენებთ, რომ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, წინასაახალწლო პერიოდში მიიღო. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, წყლის ტარიფი თბილისის გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე …

სრულად წაკითხვა »

რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავში, წუხელ გვიან ღამით მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. „შეტყობინების მიღებისთანავე, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია …

სრულად წაკითხვა »

პოლიციელს რუსთავში თავს დაესხნენ

პოლიციელს რუსთავში თავს დაესხნენ

რუსთავში პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავში არმატურა ჩაარტყეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ჯერ კლინიკა “რუსთავში”, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავმა ერთ-ერთ საქმეზე დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა, რა დროსაც მასზე თავდასხმა მოხდა.

სრულად წაკითხვა »

რუსთავში ავტომობილი 17 წლის გოგოს დაეჯახა

რუსთავში ავტომობილი 17 წლის გოგოს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე „ნისანის“ მარკის ავტომობილი 17 წლის გოგოს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გოგონა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და გზაზე გადასვლას აპირებდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

სრულად წაკითხვა »