მთავარი / საქართველო / სურსათის ეროვნული სააგენტო: 2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი არ დაეკისრება
სურსათის ეროვნული სააგენტო: 2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი არ დაეკისრება

სურსათის ეროვნული სააგენტო: 2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი არ დაეკისრება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი დაეკისრება სიცრუეა, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, 2020 წლიდან სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებლების რეგისტაცია, რათა მათ ბაზარზე პროდუქციის რეალიზება შეძლონ.

რეგისტაცია უფასოა. რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილია.

„რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

#ქალაქიხასიათით – ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“  მასშტაბურ კონკურსს იწყებს

#ქალაქიხასიათით – ასე ჰქვია შემოქმედებით კონკურსს, რომელიც სულ მალე, აიღებს სტარტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, …